უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პეტერ სიარტოს განცხადებით, ბუდაპეშტსა და ბრიუსელს შორის კონფლიქტი გამოიწვია იმან, რომ უნგრეთის მთავრობა ეროვნული ინტერესებით მოქმედებს, ხოლო ევროკავშირს ეს არ მოსწონს.
"ჩვენი კონფლიქტი ბრიუსელთან განპირობებულია იმით, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისად ვმოქმედებთ. ჩვენ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ბრიუსელის მეინსტრიმს. ეს სამ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს ეხება. უკრაინის გამო ევროპის ომში ჩათრევას ვეწინააღმდეგებით, ვეწინააღმდეგებით მიგრანტების შემოშვებას უნგრეთში და გენდერულ პროპაგანდას ვუპირისპირდებით. არა ომს, არა მიგრაციას, არა გენდერულ პროპაგანდას", - განაცხადა სიარტომ.







