კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომი მხოლოდ მაშინ დასრულდება, როდესაც რუსეთის ყველა მიზანი მიღწეული იქნება. 

"თქვენ იცით, რომ ნებისმიერი ომი ასე თუ ისე მშვიდობით სრულდება. თუმცა, ჩვენთვის აბსოლუტურად უალტერნატივოა ჩვენი დასახული მიზნების მიღწევა. როგორც კი ეს მიზნები მიღწეული იქნება ამა თუ იმ გზით, სპეციალური სამხედრო ოპერაცია დასრულდება", – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა: "ვფიქრობ, ჩვენ უფრო ახლოს ვართ მშვიდობასთან, ვიდრე გვგონია. ჩვენ უფრო ახლოს ვართ ომის დასრულებასთან".