უკრაინისთვის რუსული გაყინული აქტივების გადაცემა უკანონო ქმედებაა, რომელსაც იურიდიული შედეგები აუცილებლად ექნება - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა.
"უკრაინისთვის რუსული გაყინული აქტივების გადაცემა უკანონო ქმედებაა, რომელსაც იურიდიული შედეგები აუცილებლად ექნება. ეს სხვა არაფერია, თუ არა უკანონო ექსპროპრიაცია, უბრალო ენით რომ ვთქვათ, ეს ჩვენი ფულის ქურდობაა" - ამბობს დმიტრი პესკოვი.