სპეციალური ოპერაციების ზონაში ახალი წლის ზავის შეთანხმების საკითხი ამჟამად არ განიხილება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.

"ამაზე ჯერ არ ყოფილა საუბარი, მაგრამ ახლა სრულიად სხვა პროცესი მიმდინარეობს", – განაცხადა პესკოვმა ვლადიმერ პუტინისა და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლების, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის შეხვედრა თითქმის ხუთი საათი გაგრძელდა. პუტინის თანაშემწის, იური უშაკოვის განცხადებით, მხარეებს კომპრომისისთვის არ მიუღწევიათ.