აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი საპროტესტო აქციებისა და არეულობის გამო, კალიფორნიის შტატის ქალაქ ლოს-ანჯელესში დაახლოებით 700 საზღვაო ქვეითს გაგზავნის. ამის შესახებ აშშ-ის ჩრდილოეთის სარდლობის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი. იუწყება Reuters

დოკუმენტის თანახმად, საზღვაო ქვეითები უზრუნველყოფენ ფედერალური სამსახურისა და დეპარტამენტის თანამშრომლების, ასევე ლოს-ანჯელესსა და მის გარეუბნებში სამთავრობო ქონების უსაფრთხოებას.

ისინი იმოქმედებენ კალიფორნიის ეროვნული გვარდიის ჯარებთან ერთად, რომლებიც ასევე განლაგებული არიან ქალაქში.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 9 ივნისს განაცხადა, რომ აშშ-ის ხელისუფლებამ შესაძლოა ლოს-ანჯელესში საზღვაო ქვეითთა ​​​​კორპუსის შემადგენლობა გაგზავნოს.

ლოს-ანჯელესში აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის (ICE) მიერ ჩატარებული რეიდების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ლოს-ანჯელესში ეროვნული გვარდიის 2 000 ჯარისკაცის გაგზავნის ბრძანება გასცა.