ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, „პარი სენ-ჟერმენის“ „ინტერზე“ გამარჯვების აღნიშვნის დროს ორი ადამიანი დაიღუპა: მოზარდი დაქსში და ქალი პარიზში.
დაქსში, 17 წლის მოზარდი პარიზული კლუბის გამარჯვების აღსანიშნავად გამართული შეკრების დროს დანით მოკლეს. მკვლელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პარიზში, სკუტერზე მჯდომ კაცს მანქანა დაეჯახა და იგი მიღებული ტრავმების შედეგად გარდაიცვალა.
გრენობლში, მანქანის მოზეიმეთა შორის შევარდნის შედეგად დაშავდა ერთი ოჯახის 4 წევრი, მათგან ორი მძიმედ.
იმავე წყაროს ცნობით, დაშავდა უსაფრთხოების ძალების 22 წევრი, მათ შორის 18 პარიზში. დაშავდა შვიდი მეხანძრე და 192 მსვლელობის მონაწილე. წინასწარი მონაცემებით, სამინისტრომ 692 ხანძარი დააფიქსირა, რომელთაგან 264 შემთხვევაში ავტომობილი იწვოდა.
სულ ღამით 559 ადამიანი დააკავეს, მათ შორის 491 პარიზში, დაკავების შემდეგ კი პატიმრობაში აიყვანეს 320, მათ შორის 254 დედაქალაქში.