ასეთ განცხადებას პაკისტანის პრემიერ-მინისტრი შეჰბაზ შარიფი სოციალური ქსელით ავრცელებს.

პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა შეჰბაზ შარიფმა, რომლის მთავრობაც ირანსა და აშშ-ს შორის ომის მოგვარებაში შუამავლობას ახორციელებს, შაბათს განაცხადა, რომ სამშვიდობო შეთანხმება „სავარაუდოდ“ 24 საათში საბოლოო სახეს მიიღებს.  

„სამშვიდობო შეთანხმებასთან ისე ახლოს ვართ, როგორც არასდროს. მოსალოდნელია, რომ საბოლოო გაფორმება უახლოეს 24 საათში მოხდება“, - წერს შეჰბაზ შარიფი და დასძენს:

პაკისტანი სამშვიდობო ხელშეკრულების ელექტრონული ხელმოწერისთვის ემზადება, რასაც მოჰყვება ტექნიკური დონის მოლაპარაკებები მომავალ კვირას.

სააგენტო „როიტერის“ ცნობით, აშშ-ირანის სამშვიდობო შეთანხმებების ხელმოწერის ცერემონია შესაძლოა 14 ივნისს ჟენევაში გაიმართოს.

დოკუმენტს, სავარაუდოდ, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი და ირანის პარლამენტის თავმჯდომარე მოჰამედ ბაღერ ღალიბაფი მოაწერენ ხელს.