ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მონიტორინგის თანამომხსენებლები კლოდ კერნი (საფრანგეთი, ALDE) და ედიტე ესტრელა (პორტუგალია, SOC), ასევე ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელი, რომელიც აკვირდება საქართველოს მომავალ არჩევნებს, იულიან ბულაი (რუმინეთი, ALDE) განცხადებას ავრცელებენ და ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას ეხმიანებიან.
"ჩვენ ღრმად შეშფოთებულნი ვართ იმ ფაქტით, რომ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" იძულებული გახდა, დაესრულებინა საარჩევნო სადამკვირვებლო ოპერაციები, ანტიკორუფციული ბიუროს სავალალო გადაწყვეტილების გამო, რომლითაც ეს სამოქალაქო საზოგადოება და მისი დირექტორი "საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად" გამოაცხადა.
როგორც ჩანს, ეს ადასტურებს ასამბლეის მიერ ბოლო რეზოლუციაში გამოთქმულ შეშფოთებას იმის შესახებ, რომ "სამოქალაქო საზოგადოების პატივსაცემმა ორგანიზაციებმა, რომლებსაც აქვთ არჩევნებზე დაკვირვების ხანგრძლივი და დიდი გამოცდილება, შესაძლოა, ვეღარ შეძლონ არჩევნებზე დაკვირვება". ეს მიუღებელია და ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას საარჩევნო პროცესის დემოკრატიული ხასიათის მიმართ. ამიტომ ჩვენ მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, დაიცვან ამ არჩევნების ლეგიტიმაცია და მიიღონ ყველა საჭირო ზომა, რათა უზრუნველყონ, რომ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" ისევე, როგორც სხვა პატივსაცემმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა შეძლონ ამ არჩევნებზე დაბრკოლების ან ჩარევის გარეშე დაკვირვება", – ნათქვამია განცხადებაში.