არ მიმაჩნია ლოგიკურად, რომ რუსეთი, რომელსაც უკრაინის დამარცხებაც კი არ შეუძლია, მოულოდნელად მოვიდეს და მთლიანად გადაყლაპოს დასავლური სამყარო, ამის შანსები ძალიან მცირეა, – ამის შესახებ Reuters წერს.

„რუს სამხედროებს სერიოზული და რთული ბრძოლა აქვთ უკრაინელებთან. რუსები საკმარისად ძლიერები რომ ყოფილიყვნენ, ერთბაშად დაამარცხებდნენ უკრაინას და ეს უკვე გაკეთებული ექნებოდათ“, – ამბობს ორბანი.

მისი თქმით, NATO-ს სამხედრო შესაძლებლობები ბევრად აღემატება უკრაინის შესაძლებლობებს, ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი ან რომელიმე სხვა ქვეყანა NATO-ზე თავდასხმას განახორციელებს.