გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ უკრაინაში ომის დასრულებაზე პასუხისმგებლობა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს ეკისრება.

"ჩემი აზრით, აუცილებელია, პუტინმა გაიგოს, რომ ის ვერ მიაღწევს წარმატებას შეჭრით და თავისი იმპერიალისტური აგრესიით. მან უნდა გაიყვანოს ჯარები, ეს არის მოლაპარაკების საფუძველი“, - განაცხადა შოლცმა ინტერვიუში, რომელიც CNN-ის ეთერში გავიდა.

გერმანიის კანცლერმა აღიარა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი ჩიხში შევიდა, რომელიც რაც ზიანს აყენებს უკრაინას. ამასთან, შოლცმა განაცხადა, რომ ვერ აიძულებს უკრაინას წავიდეს არასასიამოვნო კომპრომისებზე.

„უკრაინელების გარეშე არ გადაწყდება“, - თქვა შოლცმა და აღნიშნა, რომ პუტინმა აშკარად არასწორად შეაფასა უკრაინის ძალა, ასევე უკრაინის მეგობრების ერთიანობა რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ.

 „ძნელია ვიმსჯელოთ, რა მოხდება შემდეგ უკრაინაში, მაგრამ ერთი რამ არის გასაგები: ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის ფინანსურ, ჰუმანიტარულ დახმარებას, ასევე დავეხმარებით იარღით“, - განაცხადა შოლცმა.