გამთენიისას რუსების მიერ დნიპროს დაბომბვას ახალგაზრდა ქალი და 3 წლის ბავშვი ემსხვერპლა. ინფორმაციას ქალაქის მერი ბორის ფილატოვი ავრცელებს.

მისი თქმით, დამატებითი ინფორმაცია თავდასხმის შედეგებთან დაკავშირებით ჯერ ხელმისაწვდომი არაა.

ცნობისთვის, რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა დედაქალაქ კიევზე და სხვა ქალაქებზე, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. კიევსა და ყველა რეგიონში საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული.