აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა რუსეთისა და უკრაინის ომის დასრულების შესახებ შეთანხმების წარუმატებლობა მისი თანამდებობაზე ყოფნის ყველაზე დიდ იმედგაცრუებად შეაფასა, თუმცა აღნიშნა, რომ "ოპტიმისტად რჩება" და ამ საკითხში "მნიშვნელოვან პროგრესს" ხედავს. ამის შესახებ მან NBS News-თან ინტერვიუში ისაუბრა.

"...მისმინეთ, რუსეთსა და უკრაინას შორის არსებული სიტუაცია, ვფიქრობ, მთელი თეთრი სახლისთვის მუდმივი იმედგაცრუების წყაროა. ...ჩვენ ნამდვილად გვჯეროდა - და თქვენ მილიონჯერ გსმენიათ პრეზიდენტისგან (დონალდ ტრამპისგან) ეს ნათქვამი - რომ ეს იქნებოდა ყველაზე მარტივი გადასაწყვეტი ომი. და რომ გეთქვათ, ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის მიღწევა უფრო ადვილია, ვიდრე აღმოსავლეთ ევროპაში, ვიტყოდი, რომ გიჟი ხართ", - აღნიშნა ვენსმა. თუმცა, ვენსმა დასძინა, რომ ის ოპტიმისტად რჩება.

"ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ, თუმცა ჯერ ფინალამდე არ მივსულვართ. ვფიქრობ, იმედი არსებობს - იმედია, უახლოეს კვირებში ამ ფრონტზე კარგი ამბები იქნება," - განაცხადა ვენსმა.