უკრაინის ქალაქ ოდესაში ძლიერი წყალდიდობის შედეგად 9 პირი დაიღუპა, მათ შორის 5-სულიანი ოჯახი.
გუბერნატორის, ოლეგ კიპერის მიხედვით, ბოლო ორი დღეა, რაც საპორტო ქალაქში გაუჩერებლად მოდის ძლიერი წვიმა, რის შედეგადაც დაიტბორა გზები, შეწყდა ელექტროენერგიის მიწოდება და დაზიანდა ავტომობილები და საცხოვრებელი სახლები.
არსებული ინფორმაციით, სამძებრო-სამაშველო ჯგუფებმა ღამის მანძილზე 362 ადამიანს გაუწიეს დახმარება.
"ამ მომენტისთვის დაღუპულია ცხრა ადამიანი, მათ შორის ერთი მცირეწლოვანიც" – წერია სამძებრო-სამაშველო სამსახურის განცხადებაში.