ამერიკული გამოცემა The New York Times (NYT) აუდიტის შედეგებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინამ მხოლოდ 2024 წლის განმავლობაში, სავარაუდოდ, 1.2 მილიარდი დოლარი დაკარგა. თანხა დაიკარგა არაეფექტიანი მართვის, საბიუჯეტო სახსრების არასწორი ხარჯვისა და თაღლითური სქემების გამო.
აუდიტორული მონაცემებით, აღნიშნული თანხა უკრაინამ მიიღო გადახდილი, თუმცა შემდგომში მიუღებელი სამხედრო საქონლისა და სერვისების, ასევე ხელოვნურად გაზრდილი ფასების სახით.
გამოცემის ცნობით, შესყიდვების სააგენტოები ხშირად თანამშრომლობდნენ ისეთ კომპანიებთან, რომლებსაც წარსულშიც ჰქონდათ ხელშეკრულებების შეუსრულებლობის ან ჩაშლის ისტორია.
მიუხედავად არაერთი გამოვლენილი დარღვევისა და საეჭვო ტენდერებისა, ათი უმსხვილესი თავდაცვითი კონტრაქტორიდან რამდენიმემ თანამშრომლობა და ახალი შეკვეთების მიღება მაინც განაგრძო.
გამოცემა აღნიშნავს, რომ მსგავსი პრობლემები მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს ქვეყნისთვის, რომელიც ცდილობს მაქსიმალურად გამჭვირვალე იყოს და გააძლიეროს თავდაცვითი პოტენციალი მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე.




