ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი ესპენ ბარტ ეიდე აცხადებს, რომ უკრაინას აქვს უფლება, რუსულ სამხედრო ობიექტებზე განახორციელოს თავდასხმა. აღნიშნული კომენტარი ბარტ ეიდემ მას შემდეგ გააკეთა, რაც უკრაინულმა მხარემ უპილოტო საფრენი აპარატებით რუსულ აეროდრომებს შეუტია.

ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, სწორედ რუსეთმა დაიწყო ფართომასშტაბიანი ომი 2022 წელს და „უკრაინას, რა თქმა უნდა, აქვს სრული უფლება, დაარტყას რუსეთის მთელ ტერიტორიაზე არსებულ სამხედრო ობიექტებს“.

„აქ ისევ ვხედავთ, რომ უკრაინა იცავს საერთაშორისო სამართალს და უტევს შესაბამის სამხედრო სამიზნეებს, მაშინ, როდესაც რუსეთი ხშირად თავს ესხმის უკრაინულ ქალაქებს, აზარალებს და კლავს მშვიდობიან მოქალაქეებს“, – აღნიშნა ესპენ ბარტ ეიდემ.

ცნობისთვის, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა იერიში მიიტანა რუსეთის ფედერაციის ერთდროულად ოთხ სამხედრო აეროდრომზე. როგორც ცნობილია, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა 40-ზე მეტი თვითმფრინავი გაანადგურა, მათ შორის – А-50, Ту-95 და Ту-22 М3. თავდასხმების სახით, რუსულმა ავიაციამ ორ მლრდ დოლარზე მეტი ზარალი განიცადა.

თარგმანი: პირველი არხი