ნორვეგიამ რუსეთის საელჩოს 15 თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. შესაბამისი გადაწყვეტილება ნორვეგიის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანიკენ ჰუიტფელდტის განცხადებით, აღნიშნული დიპლომატები სინამდვილეში რუსეთის საგარეო დაზვერვის თანამშრომლები არიან.

"პერსონა ნონ გრატად გამოცხადებულმა პირებმა ნორვეგია უახლოეს დროში უნდა დატოვონ. რუსული დაზვერვა ნორვეგიის უსაფრთხოებისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს", - განაცხადა ნორვეგიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.