ირანმა ორი გერმანელი დიპლომატი გააძევა.ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განაცხადებით, გერმანელი დიპლომატები ირანის შიდა და სასამართლო საქმეებში გერმანიის უპასუხისმგებლო ჩარევის გამო გააძევეს.

მანამდე გერმანიამ  ირანის საელჩოს ორი თანამშრომელი გააძევა, თეირანში გერმანია-ირანის მოქალაქე ჯამშიდ შარმაჰდის სასიკვდილო განაჩენის საპასუხოდ.

67 წლის აქტივისტი და პროგრამული უზრუნველყოფის სპეციალისტი, რომელიც ასევე აშშ-ს რეზიდენტია, კორუფციის ბრალდებით გაასამართლეს.

შარმაჰდის ოჯახი და მხარდამჭერები გერმანიის მთავრობას მისი სიცოცხლის გადარჩენისკენ მოუწოდებდნენ. „ირანის რეჟიმი ყველანაირად ებრძვის საკუთარ ხალხს და პატივს არ სცემს ადამიანის უფლებებს“, - თქვა მაშინ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა.