აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილი აღმასრულებელი განკარგულება, რომლითაც აშშ 90 დღით აჩერებს საგარეო დახმარების ყველა პროგრამას, ასევე ეხება უკრაინის, ტაივანისა და იორდანიის სამხედრო და უსაფრთხოების მხარდაჭერის პროგრამების უმეტესობას.
. ამის შესახებ ამერიკული გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსი“ წერს.
ამავე სტატიაში აღნიშნულია, რომ საუბარია იმ დახმარებაზე, რომელსაც ამ ქვეყნებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ანაწილებს.
„ნიუ იორკ თაიმსის“ ცნობით, გამონაკლისს წარმოადგენს ისრაელისა და ეგვიპტის სამხედრო დახმარება და გადაუდებელი სასურსათო მხარდაჭერა.
თარგმანი: პირველი არხი








