ნიკოლ ფაშინიანმა დონალდ ტრამპს დაბადების დღე მიულოცა.

შესაბამისი პოსტი ნიკოლ ფაშინიანმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

„ვულოცავ დაბადების დღეს დიდ ლიდერსა და ძვირფას მეგობარს, დონალდ ტრამპს. თქვენი ძლიერი ლიდერობა და თამამი ხედვა ამერიკას კვლავ დიდებულს ხდის. ჩვენ ძალიან ვაფასებთ თქვენს როლს 8 აგვისტოს ვაშინგტონის ისტორიულ სამშვიდობო სამიტში. მოუთმენლად ველოდებით თქვენს ადმინისტრაციასთან კიდევ უფრო მეტი ისტორიული შეთანხმების დადებას“, – წერს სომხეთის პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში.