აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა ლაშა ბექაურმა (90 კგ). ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა სამხრეთკორეელ ძიუდოისტს, სონგს იპონით მოუგო.
ტურნირის მერვედფინალშივე ლაშას პოტენციური მეტოქე იაპონელი სანშირო მურაოა
ამავე წონაში დღეს იასპარეზებს კიდევ ერთი ქართველი ძიუდოისტი – ლუკა მაისურაძე. ტატამიზე ქალთა შორის გამოვა ნინო გულბანი.




