აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
როგორც ტრამპმა აღნიშნა, ამაყია, რომ ფაშინიანის ხელახალ არჩევას მხარი დაუჭირა.
„ვულოცავ ნიკოლ ფაშინიანს სომხეთის ეროვნულ არჩევნებში გადამწყვეტ გამარჯვებას. ძალიან ამაყი ვარ, რომ მის ხელახალ არჩევას მხარი დავუჭირე და ეჭვი არ მეპარება, მისი ხელმძღვანელობით მშვენიერი ქვეყანა, სომხეთი მიაღწევს წარმატებისა და დიდების იმ დონეს, რაც ყველას მოლოდინს გადააჭარბებს“, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.













