სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს,რომ 9 მაისს  რუსეთში დაგეგმილ ღონისძიებებს არ დაესწრება.

ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის გამო, 9 მაისს მოსკოვში, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმს არ დაესწრება.

მისი თქმით, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტს უკვე აცნობა. 

"ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტს აპრილში ვიზიტის დროს ვაცნობე", - აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

სომხეთში საპარლამენტო არჩევნები 7 ივნისს გაიმართება.