ნიგერიის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე სკოლიდან გასულ კვირას გატაცებული 24-ვე მოსწავლე გადაარჩინეს, - ამის შესახებ ნიგერიის პრეზიდენტმა, ბოლა ტინუბუმ განაცხადა.
17 ნოემბერს, მაგაში, კებების შტატში, სახელმწიფო გოგონათა ყოვლისმომცველი სკოლიდან 25 გოგონა გაიტაცეს, თუმცა ერთმა იმავე დღეს მოახერხა გაქცევა.
ნიგერიის პრეზიდენტის, ბოლა ტინუბუს განცხადების თანახმად, 24-ვე გოგონა გადარჩა, თუმცა მათი ტყვეობიდან დახსნის დეტალები არ საჯაროვდება.
"მოხარული ვარ, რომ 24-ვე გოგონა იპოვეს. ახლა, სასწრაფოდ უნდა მივიღოთ დამატებითი ზომები დაუცველ რეგიონებში, რათა თავიდან ავიცილოთ შემდგომი გატაცებები", - ნათქვამია განცხადებაში.







