ნიგერიის ევანგელისტური ეკლესიის მეთაურის თქმით, დონალდ ტრამპს არა ნიგერიელი ქრისტიანების მდგომარეობა, არამედ ქვეყანაში ბუნებრივ რესურსებთან წვდომა აინტერესებს.

როგორც „დეილი პოსტი“ წერს, ასე გამოეხმაურა ნიგერიის ევანგელისტური ეკლესიის მეთაური ელაიჯა აიოდელე დონალდ ტრამპის განცხადებებს, რომელშიც აშშ-ის პრეზიდენტმა ნიგერიაში „ქრისტიანების გენოციდზე“ ისაუბრა და აშშ-ის მხრიდან ძალის გამოყენებით დაიმუქრა.

„ტრამპს ერთადერთი რამე სურს, ნიგერიის პრეზიდენტთან ქვეყნის ბუნებრივი რესურსების საკითხი განიხილოს. ნიგერიის პრობლემების გადაჭრა მხოლოდ თავად ნიგერიას შეუძლია და არა გარე პირს. ტრამპი ღმერთი არ არის, მას უბრალოდ ფული უნდა. თუ შეერთებული შტატები ნამდვილად არის მოწადინებული გადაჭრას პრობლემა, მაშინ უნდა იმუშაოს ნიგერიის მთავრობასთან, მუქარა უაზრობაა“, – განაცხადა ნიგერიის ევანგელისტური ეკლესიის მეთაურმა.

ცნობისთვის, 1-ელ ნოემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა დაავალა პენტაგონს მოამზადოს პოტენციური ძალისმიერი ზომები ნიგერიაში ისლამისტი ტერორისტების წინააღმდეგ, ქრისტიანების დასაცავად. მანამდე ტრამპმა თქვა, რომ ნიგერიაში ქრისტინები ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე არიან. ნიგერიის პრეზიდენტმა ტრამპის ბრალდებები უარყო.

თარგმანი: პირველი არხი