ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა რუბენ ბრეკელმანსმა 28 ნოემბერს დაწერა, რომ ნიდერლანდები უკრაინას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების სამ გამშვებ დანადგარს გადასცემს.
მან აღნიშნა, რომ რუსეთის ხშირი საჰაერო იერიშების ფონზე, უკრაინას წინ რთული ზამთარი ელის.
"ამიტომაა, რომ ჩვენ უკრაინას 3 Patriot-ის გამშვები დანადგარი გადავეცით უკრაინას. ისინი სიცოცხლეებს არჩენენ და იცავენ არსებობისთვის მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას. იყო და რჩება ჩვენს საერთო ინტერესში, რომ შევაჩეროთ რუსული აგრესია". - წერს ბრეკელმანსი X-ზე.