New York Times-Siena College-ის გამოკითხვის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი კამალა ჰარისი სამ გადამწყვეტ შტატში დონალდ ტრამპს უსწრებს. ესენია მიჩიგანი, პენსილვანია და უისკონსინი.
როგორც New York Times წერს, 5 აგვისტოდან 9 აგვისტომდე გამოიკითხა აღნიშნული სამი შტატის ამომრჩეველი. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, თუ საპრეზიდენტო არჩევნები დღეს ჩატარდებოდა, 50-მა პროცენტმა ჰარისი დაასახელა, 46-მა პროცენტმა კი – ტრამპი.
გამოკითხვები აჩვენებს, რომ კამალა ჰარისის პოპულარობა იზრდება ყველა შტატში, ხოლო დონალდ ტრამპის რეიტინგი მცირედით გაუმჯობესდა. მედიის ინფორმაციით, გამოკითხულთა 47 პროცენტი მიიჩნევს, რომ ტრამპი გაატარებს ცვლილებებს, რომლებიც „ძალიან ცუდი“ ან „გარკვეულად ცუდი“ იქნება ქვეყნისთვის, იმავეს ამბობს ჰარისთან დაკავშირებით გამოკითხულთა 37 პროცენტი.