დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა, კამალა ჰარისმა არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად მინესოტას გუბერნატორი ტიმ უოლცი დაასახელა.
უოლცი მინესოტას გუბერნატორია მეორე ვადით, ასევე დემოკრატი გუბერნატორების ასოციაციას ხელმძღვანელია. მანამდე, 12 წელი მსახურობდა კონგრესში.