ნეპალის ყოფილმა მთავარმა მოსამართლემ სუშილა კარკიმ ფიცი დადო და ქვეყნის დროებითი პრემიერ-მინისტრი გახდა.
ამის შესახებ ნეპალის პრეზიდენტის ოფისმა განაცხადა.
სუშილა კარკი ქვეყნის დროებით ხელმძღვანელად პრეზიდენტის, რამჩანდრა პაუდელის, არმიის მეთაურისა და დემონსტრანტებს შორის მოლაპარაკებების შედეგად დაინიშნა.
სუშილა კარკი ნეპალის ერთადერთი ქალი მთავარი მოსამართლე იყო. ის აღნიშნულ თანამდებობას დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში, 2016-2017 წლებში იკავებდა. დემონსტრანტებმა ნეპალის დროებით პრემიერ-მინისტრის პოსტზე კირკის კანდიდატურა სოციალურ ქსელ Discord-ში ხმის მიცემის გზით აარჩიეს.
ნეპალში პრემიერ-მინისტრი შარმა ოლი საპროტესტო გამოსვლებისა და მასობრივი არეულობების შედეგად გადადგა. მიმდინარე კვირას არეულობისას ნეპალში 51 ადამიანი დაიღუპა, 1 300 კი დაშავდა. დემონსტრაციები სოციალური მედიის აკრძალვის გამო დაიწყო და მოგვიანებით ანტიკორუფციულ გამოსვლებში გადაიზარდა. საპროტესტო აქციებში ძირითადად GenZ-ის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
თარგმანი: პირველი არხი