ამის შესახებ ინფორმაციას „ალ-ჯაზირა“ ავრცელებს.
იემენელი ჰუსიტი მეამბოხეები, რომლებსაც ირანი უჭერს მხარს, სწრაფად მიიწევენ წინ წითელი ზღვის სანაპიროს გასწვრივ და საფრთხეს უქმნიან მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სავაჭრო გზის – ბაბ-ელ-მანდების სრუტის – მიმართულებით გავლენის გაძლიერებას.
ჰუსიტების მიერ საპორტო ქალაქ ალ-მოხის კონტროლი ნიშნავს, რომ ისინი ასევე აკონტროლებენ ბაბ-ელ-მანდების სრუტეს. ბაბ-ელ-მანდების სრუტეზე მსოფლიო ვაჭრობის 10-12% მოდის.
ალ-მოხაზე სრული კონტროლი ჰუსიტებს საშუალებას აძლევს დაბლოკონ საუდის არაბეთიდან წამოსული ნებისმიერი სახის დახმარება, რომელიც სამხრეთ ჰოდეიდას პორტის გავლით იემენის საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობისკენ მიემართება. მათ ასევე ქვეყნის სამხრეთში, ასევე ალ-ბაიდასა და ალ-დალეს ცენტრალურ პროვინციებში დისლოცირებული სამთავრობო ძალების სამი მთავარი მომმარაგებელი ხაზის გადაკეტვის შანსი ეძლევათ. ჰუსიტების საბოლოო მიზანი დასავლეთ სანაპიროზე სრული კონტროლის დამყარება და ტერიტორიის სამხრეთის მიმართულებით გაფართოებაა.
მოსალოდნელია, რომ ჰუსიტები შეეცდებიან მეტი მიწის წართმევას იემენის საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობისთვის, რომელმაც, გავრცელებული ინფორმაციით, ფაქტობრივად მიატოვა თავისი სამხედრო პოზიციები თაიზის დასავლეთით და ალ-მოხის სამხრეთით.

ნავთობის ფასი ლონდონის ბირჟაზე 104.6 დოლარია (თბილისის დროით 18:03 საათის მონაცემებით) და ომის დასასრული არ ჩანს. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამტკიცებს, რომ ირანთან მიმდინარე ომი ნოემბერში აშშ-ის შუალედური არჩევნებისთანავე დასრულდება და ნავთობის ფასის შემდგომ სწრაფ ვარდნას პროგნოზირებს.
წყარო: „ალ-ჯაზირა“
მოამზადა რაულ კაპანაძემ




