ამის შესახებ ინფორმაციას ნორვეგიული verdens gang ავრცელებს.
ნორვეგიული გამოცემის ცნობით, ნატოს წევრი 31 ქვეყანა შეთანხმდა სთხოვონ იენს სტოლტენბერგს ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობაზე დარჩენა.
სტოლტენბერგს ნატოსთან კონტრაქტი მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს ეწურება და მის გაგრძელებაზე ოფიციალურად იგი ჯერ კიდევ არ დათანხმებულა.
პროცესში ჩახედულმა სამმა დიპლომატიური წყარომ VG-ს განუცხადა, რომ ოფიციალური გადაწყვეტილება ნატოს გენერალური მდივნის პოსტზე ყოფნის ერთი წლით გახანგრძლივებაზე შეიძლება უახლოეს დღეებში გახდეს ცნობილი.
ნატოს შტაბ-ბინა ბრიუსელში მოელის, რომ სტოლტენბერგის გენერალური მდივნის პოსტზე დარჩენის გადაწყვეტილებას ვილნიუსის 11-12 ივლისის სამიტის წინა დღეებში დაადასტურებს.
VG-ს თქმით, ყველაზე სავარაუდო დასკვნაა, რომ ის ნატოს გენერალური მდივნის პოსტზე 2024 წლის ზაფხულამდე დარჩება.