NATO-მ გენერალური მდივნის 2025 წლის ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს შესახებაც არის საუბარი.
"მოკავშირეებმა ასევე განიხილეს NATO-ს ჩართულობა საქართველოსთან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისა და მისი შემდგომი პერიოდის გათვალისწინებით. შედეგად, NATO-საქართველოს თანამშრომლობის ელემენტების პრიორიტეტები ხელახლა განისაზღვრა, მათ შორის გადაიხედა NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის ზოგიერთი ასპექტი. ამავდროულად, საქართველოს თავდაცვის ძალებთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობამ პროგრესი განიცადა, რასაც ხელი შეუწყო მაისში NATO-საქართველოს წარმატებულმა წვრთნებმა. NATO-ს სამეკავშირეო ოფისმა თბილისში, განაგრძო აქტიური ჩართულობა სამხრეთ კავკასიის რეგიონში სამივე პარტნიორთან", - ნათქვამია გენერალური მდივნის 2025 წლის ყოველწლიური ანგარიშში.




