ორშაბათს, ილონ მასკის კომპანია SpaceX, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე (ISS) მეორე გრძელვადიანი ეკიპაჟის გაშვებას გეგმავს: NASA-ს ეკიპაჟის ორ წევრს, ფრენის დროს შეუერთდება ასტრონავტი არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან და რუსი კოსმონავტი.

SpaceX-ის გამაძლიერებელი, რომელიც შედგება Falcon 9 რაკეტისგან Crew Dragon-ის კაფსულით, სახელწოდებით Endeavor, 1:45 საათზე NASA-ს კენედის კოსმოსური ცენტრიდან უნდა აფრინდეს.

ოთხკაციანი ეკიპაჟმა სადგურს სამშაბათს დილით, აფრენიდან დაახლოებით 25 საათში უნდა მიაღწიოს, რათა დაიწყოს ექვსთვიანი მიკროგრავიტაციული მისია დედამიწის ორბიტაზე მდებარე ლაბორატორიაში, რომელიც დაახლოებით 250 მილის (420 კმ) სიმაღლეზე მდებარეობს.

მისია სახელწოდებით Crew 6, იქნება NASA-ს მეექვსე გრძელვადიანი ეკიპაჟის მისია ISS-ზე მას შემდეგ, რაც SpaceX-მა 2020 წელს ამერიკელი ასტრონავტების ორბიტაზე გაგზავნა დაიწყო.

ISS-ის ეკიპაჟს მეთაურობს სტივენ ბოუენი, აშშ-ს საზღვაო ძალების 59 წლის ყოფილი ოფიცერი, რომელმაც ორბიტაზე 40 დღეზე მეტი გაატარა.

მე-6 ეკიპაჟს კოსმოსურ სადგურზე ISS-ის შვიდი ამჟამინდელი მცხოვრები დახვდება.

ISS ადამიანის ხელით შექმნილი უდიდესი ობიექტია კოსმოსში, იგი 2000 წლის ნოემბრიდან უწყვეტ რეჟიმში მუშაობს აშშ-რუსული კონსორციუმის კონტროლის ქვეშ, რომელშიც ასევე შედის კანადა, იაპონია და ევროპის 11 ქვეყანა.