ინდოეთსა და სომხეთს შორის თანამშრომლობა გააგრძელებს განვითარებას თავდაცვის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, კოსმოსის, განათლების, ფარმაცევტულ და სხვა სფეროებში, – ამის შესახებ ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ინდოეთის და სომხეთის ლიდერებს შორის შეხვედრა ბიშკეკში, „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ ფარგლებში გაიმართა.
„ასევე დარწმუნებულები ვართ, რომ მომავალში სავაჭრო და საინვესტიციო კავშირები გაღრმავდება“, – აღნიშნა ნარენდრა მოდიმ.




