მოსკოვში თავს დაესხნენ ანა შატუნოვსკაია-ბიურნოს (რომელიც "იაბლოკოს" პარტიიდან ერთმანდატიან ოლქში სახელმწიფო დუმის არჩევნებში იღებდა მონაწილეობას) შტაბის ყოფილ ხელმძღვანელს ვარვარა კოშელევასა და მის ქმარს. ამის შესახებ თავად კოშელევამ გამოცემა RusNews-ს განუცხადა.
კოშელევას თქმით, თავდამსხმელები წარდგნენ, როგორც "სპეციალური სამხედრო ოპერაციის (СВО) მონაწილეები". როგორც გოგონამ აღნიშნა, როდესაც ის და მისი ქმარი სახლთან მივიდნენ, მამაკაცებმა ლუდის ქილა მათ ავტომობილზე დადგეს და უხეში გინება დაიწყეს. შენიშვნის მიცემის შემდეგ კი, მისი თქმით, ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო. "მაშინვე დაიწყეს იმის თქმა, რომ სამშობლოს მოღალატეები ვართ, რომ ისეთების გამო იბრძვიან, როგორებიც ჩვენ ვართ, ჩვენ კი უმადური არსებები ვართ", — განაცხადა კოშელევამ.
ექიმებმა კოშელევას თავის რბილი ქსოვილების დაჟეჟილობა, ცხვირის რბილი ქსოვილების შეშუპება და სახის არეში მრავლობითი სისხლჩაქცევები დაუფიქსირეს. სამოქალაქო აქტივისტი ასევე ჩიოდა თავის ტკივილზე, თავბრუდახვევასა და გულისრევაზე. მის ქმარს კი, ფოტოსურათის მიხედვით, ტუჩი აქვს გახეთქილი.




