მოლდოვას შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ქვეყნის ჩრდილოეთით, სადაც მოლდოვა უკრაინის ჩერივცისა და ვინიცის რეგიონებს ესაზღვრება რუსული რაკეტის ფრაგმენტები ჩამოვარდა. 

,უკრაინის მასიური რუსული დაბომბვის შემდეგ, სასაზღვრო პოლიციის პატრულმა დღეს ნაშუადღევს ბრიჩენის რაიონში ლარგის სასაზღვრო ზონის მიდამოში რაკეტის ნაშთები აღმოაჩინა, რომელიც ჩამოვარდა უკრაინაზე რუსეთის საჰაერო თავდასხმების შედეგად" - აცხადებენ უწყებაში.

უწყების ინფორმაციით, მიღებულ იქნა სასწრაფო ზომები ტერიტორიის დასაცავად და ეცნობა სასწრაფო დახმარების სამსახურს, ასევე ბრიჩენის რაიონის პროკურატურას.

მოლდოვა ამბობს, რომ ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც უკრაინის დაბომბვის შედეგად რაკეტების ნარჩენები მათი ქვეყნის ტერიტორიაზე ვარდება.