ირანის პარლამენტის სპიკერმა, მოჰამედ ბაღერ ღალიბაფმა განაცხადა, რომ ამერიკელმა ამომრჩევლებმა შუალედურ არჩევნებში ომს „არა“ უთხრეს.
„სინდისის გამო თუ ცხოვრების გაძვირების გამო, ამერიკელებმა თქვეს: არა ომს! და ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ გზავნილს. თუ აშშ-ის მთავრობა უგულებელყოფს საკუთარი საზოგადოების ნებას, რათა ემსახუროს საერთაშორისო დამფინანსებლებსა და შანტაჟისტებს, ის შეიტყობს, რომ ჩვენს „არა“-ს კოშმარი მოჰყვება“,- წერს ღალიბაფი სოციალურ ქსელში.
ამასთან, ირანის უზენაესმა ლიდერმა, მოჯტაბა ხამენეიმ განაცხადა, რომ აშშ-ის პოლიტიკის ცვლილებას არ ელოდება.
ცნობისთვის, აშშ-ში ხმების დათვლა კვლავ მიმდინარეობს. ამჟამად არსებული მონაცემებით, აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაში უმრავლესობას დემოკრატები მოიპოვებენ.




