მობილური ტელეფონის გამომგონებელი, 94 წლის მარტინ კუპერი, ყოველწლიურად ყიდულობს ახალ iPhone-ს, თუმცა მის უმეტეს ფუნქციებს არ იყენებს

50 წლის წინ ამერიკელმა ინჟინერმა მარტინ კუპერმა მობილური ტელეფონით პირველი ზარი გაუსვა. ამ ღირსშესანიშნავ მოვლენასთან დაკავშირებით France24-მა ინტერვიუ ჩაიწერა ამჟამად 94 წლის კუპერთან.

ინტერვიუში მარტინ კუპერი აღნიშნავს, რომ ყოველი მომდევნო თაობა უფრო ჭკვიანი ხდება და მობილურ ტელეფონების გამოყენების ეფექტურობა იზრდება. ის აღიარებს, რომ ვერასდროს ვერ შეძლებს სმარტფონების ისე კარგად გამოყენებას, როგორც ამას მისი შვილიშვილები ახერხებენ, თუმცა მაინც ყოველწლიურად ყიდულობს ახალ iPhone-ს  და ყოველდღე იყენებს Apple Watch-ს.

ტექნოლოგიებით გატაცების მიუხედავად, მისთვის iPhone-ს მრავალი აპლიკაციის გამოყენება დაუძლეველш ამოცანაა და ის ძირითადად ტელეფონს იყენებს კომუნიკაციისთვის. მაგალითად, ზარებისთვის, შეტყობინებების გასაგზავნად და სმენის აპარატების გასაკონტროლებლად.  

კუპერი დარწმუნებით აცხადებს, რომ ერთი-ორი თაობის შემდეგ შესაძლებელი გახდება მობილური მოწყობილობების დახმარებით დაავადებების  დამარცხება და ისეთი სენსორების შექმნაც კი, რომელთა საშუალებითაც ინფორმაციას დაავადებაზე მისი ჩასახვის პროცესის საწყისი ეტაპიდანვე მივიღებთ. 

ტელეფონები შეუცვლელია ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, მაგრამ ჩვენ არ უნდა ვენდოთ მათზე ზედმეტად, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ისინი პასუხისმგებლობით. ხშირად ვხედავ ადამიანებს, რომლებიც ქუჩებს კვეთენ ისე, რომ ეკრანს თვალს არ აშორებენ. ეს ძალიან საშიშია. ადამიანებმა უნდა ისწავლონ დროის უკეთ დაბალანსება და არ უნდა მიეჯაჭვნონ  მობილურ მოწყობილობებს, - ამბობს კუპერი.