აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ "საქართველოს მთავრობის სხვა დახმარებაც გადახედვის პროცესშია". ამის შესახებ ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.

"ჩვენ ცხადად ვთქვით, რომ საქართველოს მთავრობასთან ჩვენი ურთიერთობა გადახედვის პირობებში გრძელდება. უკვე შევაჩერეთ საქართველოს მთავრობისთვის დახმარების 95 მილიონი დოლარი და სხვა დახმარება, რომელსაც ვაწვდით, გადახედვის ქვეშ რჩება", - აღნიშნა მილერმა.