საბჭოთა კავშირის ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ გორბაჩოვის შეფასებით, თანამედროვე მსოფლიოში არსებული ვითარება ახალი "ცივი ომის" დაწყების ნიშნებს შეიცავს,- ამის შესახებ მან გერმანულ გაზეთ Bild-ინტერვიუში განაცხადა.
"საუბარია პოლიტიკოსებსა და მაღალი რანგის სამხედრო ლიდერებზე, რომლებიც სულ უფრო აგრესიულები არიან, დოქტრინები კიდევ უფრო მკაცრია. მედია ამ ყველაფერს აშუქებს და ვითარება კიდევ უფრო მწვავეა. სახელმწიფოებს შორის ურთიერთობები მუდმივად უარესდება. მექმნება შთაბეჭდილება, რომ მსოფლიო ახალი ომის წინაშე დგას. შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი ეს ცივი ომის ნიშნებია ",-განაცხადა გორბაჩოვმა.
ბოლო წლების განმავლობაში ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც გორბაჩოვი მსოფლიოში არსებული ვითარების შეფასებისას ტერმინ "ცივ ომს" იყენებს. 2015 წლის იანვარში მან განაცხადა, რომ შეერთებული შტატებსა და რუსეთს შორის ახალი "ცივი ომის" დაწყების საფრთხე არსებობს.