გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი ტრანსგენდერი ქალის კესარია აბრამიძის მკვლელობის ფაქტს ეხმიანება.

"ისინი, ვინც სიძულვილს თესავენ, ძალადობას მოიმკიან.

კესარია აბრამიძე მოკლეს. სულ რაღაც ერთი დღის შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა ანტი-LGBTI კანონი მიიღო.

ღრმად შოკირებული ვარ და მმართველ "ქართული კოშმარის" პარტიას მოვუწოდებ, დაუყოვნებლივ გაიწვიონ სამარცხვინო კანონი", – წერს როთი სოციალურ ქსელში.