აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მხარს დაუჭერს უკრაინის ინიციატივას მეორე სამშვიდობო სამიტში რუსეთის ჩართვის შესახებ.
„ეს სამშვიდობო სამიტზერუსეთის მიწვევის შესაძლებლობა არის ის, რაც მათთან ერთად განვიხილეთ... როგორც მათი პარტნიორი და მხარდამჭერი, ჩვენ მათ მხარს დავუჭერთ, თუ ეს არის ის გზა, რომელსაც ისინი აირჩევენ. ჩვენ ამას ყოველთვის ვაკეთებდით," - განაცხადა მილერმა
მილერმა აღნიშნა, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება დიპლომატიურ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით არის გადაწყვეტილებები, რომლებიც უნდა მიიღოს უკრაინამ და არა შეერთებულმა შტატებმა ან რომელიმე სხვა ქვეყანამ, რომელიც არ არის კონფლიქტის მხარე.
თუმცა, მან დასძინა, რომ ამ დრომდე რუსეთის ფედერაციას გამოუვლენია, რომ მზად არის რეალური დიპლომატიისთვის.
”ეს ნათელი იყო ამ ომის დასაწყისში, როდესაც ჩვენ მივმართეთ დიპლომატიას, კრემლმა კი უარი თქვა და შეიჭრა უკრაინაში და, როგორც ჩანს, დღესაც ამის ერთგული რჩება”, - თქვა მილერმა.