დილით, კომპანია Meta-ს სოციალურ ქსელებში — Instagram-ში, Facebook-სა და Messenger-ში მასშტაბური ტექნიკური ხარვეზები დაფიქსირდა. მომხმარებელთა ნაწილს აღნიშნულ აპლიკაციებზე წვდომა არ ჰქონდა.
პრობლემა შეეხო როგორც ვებგვერდებს, ისე მობილურ აპლიკაციებს: მომხმარებლები ვერ ახერხებდნენ ანგარიშებში შესვლას, სიახლეების განახლებას და შეტყობინებების გაგზავნას.
ამ დროისთვის შეფერხების გამომწვევი კონკრეტული მიზეზი უცნობია. კომპანია Meta-ს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია, თუმცა სპეციალისტები ტექნიკური პრობლემების აღმოსაფხვრელად მუშაობენ.




