ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს განუცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეა მზადაა უპირობოდ დაუჭიროს მხარი მოსკოვის ყველა ქმედებას, განსაკუთრებით უკრაინასთან ომთან დაკავშირებით.
"კიმ ჩენ ინმა დაადასტურა, რომ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა მზადაა უპირობოდ დაუჭიროს მხარი და წაახალისოს რუსეთის ხელმძღვანელობის მიერ უკრაინის კრიზისის ძირითადი მიზეზის დასაძლევად მიღებული ყველა ზომა," - იუწყება მედია
ცნობისთვის, სერგეი ლავროვი სამდღიანი ვიზიტით ჩრდილოეთ კორეაში იმყოფება.