გერმანიის მთავრობამ საწვავის ფასების რეკორდულ ზრდასთან საბრძოლველად 2,5-მილიარდიანი პაკეტი დაამტკიცა. 1-ელი ოქტომბრიდან წლის ბოლომდე საწვავი 17 ევროცენტით გაიაფდება, 2027 წლიდან კი ფასის ზედა ზღვრის დაწესება იგეგმება.
ფასდაკლება 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება და წლის ბოლომდე გასტანს. მთავრობის ცნობით, საწვავის გადასახადი ლიტრზე 14 ცენტით შემცირდება, რაც დღგ-სთან ერთად 17-ცენტიან შეღავათს იძლევა.
გადაწყვეტილება ფედერალურმა მთავრობამ მიწების მთავრობებთან ერთად მიიღო. ხარჯს- 2,5-მილიარდიან ხარჯს ისინი თანაბრად, 50/50-ზე, გაინაწილებენ.
ამასთან, 2027 წლის იანვრიდან საწვავის ფასის ზედა ზღვრის, - ე.წ. Spritpreisdeckel-ის, როგორც კრიზისული ინსტრუმენტის, შემოღება იგეგმება. დეტალებზე მთავრობა მოლაპარაკებას ნავთობკომპანიებთან აწარმოებს.
მთავრობის ამ ნაბიჯს მცირე დადებითი გამოხმაურება და გაცილებით მეტი კრიტიკა მოჰყვა. კრიტიკოსები მთავრობის გადაწყვეტილებას მსხვილი ნავთობკომპანიების წინაშე მუხლის მოდრეკად აფასებენ. მათი თქმით, ნავთობკონცერნები ზედმეტ მოგებას ისევ ხალხის ჯიბიდან მიიღებენ.
წყარო: ტაგესშაუ
მოამზადა რაულ კაპანაძემ




