გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ბერლინში გამართული "მსურველთა კოალიციის" სამიტის შემდეგ უარყო უკრაინაში სამშვიდობო დარეგულირების მიღწევის შესაძლებლობა ევროპული სახელმწიფოების მონაწილეობის გარეშე. "იალტის ფორმატი მშვიდობას არ მოიტანს", — განაცხადა მან და იგულისხმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე სი ძინპინის შეხვედრა.
კანცლერმა პარალელი გაავლო მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებული ქვეყნების ლიდერთა იალტის კონფერენციასთან, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ევროპის ორ ბლოკად გაყოფას. ჩინეთის ქალაქ შენჯენში გამართულ ტრამპის, პუტინისა და სის სამიტზე საუბრისას მერცმა აღნიშნა, რომ ეს შეხვედრა, მისი აზრით, "უპირველეს ყოვლისა, ერთობლივი ფოტოს გადაღების შესაძლებლობა იყო".
კანცლერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპული ქვეყნები უნდა მონაწილეობდნენ უკრაინაში ომის დასრულებისა და კონტინენტზე მომავალი უსაფრთხოების უზრუნველყოფის გზების განხილვაში.




