შეერთებული შტატების პირველმა ლედიმ მელანია ტრამპმა ამერიკის დედაქალაქში, ჯორჯ ვაშინგტონის ძეგლის გახსნისას დიდი მაკრატლით სადღესასწაულო ლენტის გაჭრა ვერ შეძლო. შესაბამის ვიდეოს გამოცემა Washington Examiner-ი მიკრობლოგ Twitter-ის გვერდზე ავრცელებს.
მელანია ტრამპის გარდა, ღონისძიებას ქალაქის სკოლების მოსწავლეები და ოფიციალური პირები ესწრებოდნენ. ლენტის გაჭრის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, ამერიკის ლიდერის მეუღლე იძულებული გახდა, მაკრატელი მის გვერდით მდგომი მამაკაცისთვის მიეწოდებინა. ჯორჯ ვაშინგტონის ძეგლი გრანიტის ობელისკია. იგი ამერიკის დედაქალაქში 1848-1884 წლებში, აშშ-ს პირველი პრეზიდენტის ჯორჯ ვაშინგტონის ხსოვნის პატივსაცემად აიგო. მემორიალი მსოფლიოში ყველაზე მაღალი კონსტრუქციაა. მისი რესტავრაცია 2016 წლიდან მიმდინარეობს.