აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის განცხადებით, უკრაინასა და რუსეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ქალაქ ოლეშკიში დაგეგმილზე ორი დღით ადრე ამოქმედდა.
მისივე თქმით, შეთანხმების მოქმედების არეალიც გაფართოვდა და ქალაქ ოლეშკის ფარგლებს გასცდა.
„ცეცხლის შეწყვეტა დაიწყო. უკრაინასა და რუსეთს შორის ცეცხლის შეწყვეტა ძალაში შევიდა 2026 წლის 27 ოქტომბერს, მოსკოვის დროით, 16:00 საათზე. სამოქალაქო მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვისა და კრიტიკულად მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების ხელშეწყობის მიზნით, პროცესი დაგეგმილზე ორი დღით ადრე ამოქმედდა. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გეოგრაფიული არეალი ოლეშკის ფარგლებს გასცდა და ხერსონის ოლქის სხვა ტერიტორიებიც მოიცვა, რათა ჰუმანიტარულ კოლონებს უსაფრთხო გადაადგილება შეძლებოდათ. ეს დაადასტურა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალმა, ვალერი გერასიმოვმამ“, – წერს მელანია ტრამპი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, აშშ-ის პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა უკრაინის ქალაქ ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას რამდენიმე დღის წინ მიაღწია.
THE CEASEFIRE HAS COMMENCED The ceasefire between Ukraine and Russia took effect at 4:00am Moscow time on October 27, 2026. Timing was accelerated two days ahead of schedule to protect the safety of civilians and to facilitate the delivery of critical humanitarian aid. The ceasefire’s geographic area has expanded beyond Oleshky, within the Kherson Region, to provide safe passage for the humanitarian convoys. General Valery Gerasimov, Joint Chief of the General Staff of the Russian Armed Forces has confirmed.
— MELANIA TRUMP (@MELANIATRUMP) October 27, 2026









