რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა კიდევ ერთხელ გაიმეორა ბირთვული მუქარა. მან აღნიშნა, რომ რუსეთი შეიძლება იყოს პირველი, ვინც ამას გააკეთებს, "თუ მის წინააღმდეგ გამოვლინდება აგრესია, რომელიც საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს არსებობას." ამის შესახებ რუსეთის ექსპრეზიდენტმა, პირველ საგანმანათლებლო მარათონზე გამოსვლისას განაცხადა.

"თქვენ თქვით, რომ რუსეთი არასოდეს იქნებოდა პირველი, ვინც ბირთვულ იარაღს გამოიყენებდა, მაგრამ ეს მთლად ასე არ არის", - თქვა მან.

მედვედევმა ხაზი გაუსვა რუსეთის ფედერაციის ბირთვული დოქტრინის ერთ-ერთ პუნქტს.

"ცალსახად არის ნათქვამი, რომ ბირთვული იარაღის გამოყენება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ აგრესია განხორციელდება სხვა ტიპის იარაღის გამოყენებით, რომელიც საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს არსებობას. ეს, ფაქტობრივად, არის ბირთვული იარაღის გამოყენება. ასეთი ქმედებების საპასუხოდ და ჩვენმა პოტენციურმა ოპონენტებმა ეს არ უნდა დააკნინონ", - აღნიშნა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ.

მედვედევს მიაჩნია, რომ დღევანდელ მსოფლიოში ბირთვულ იარაღს რუსეთისთვის "სახელმწიფო გამაერთიანებლის ფუნქცია" აქვს. ამავე მიზეზით, მისი აზრით, სხვა სახელმწიფოებიც ცდილობენ ბირთვული იარაღის ფლობას.

დიმიტრი მედვედევმა უკრაინაში რუსეთის აგრესიისას არაერთხელ გაიმეორა ბირთვული მუქარა "რუსეთისთვის საფრთხის არსებობის შემთხვევაში."

ამ განცხადებებმა მკვეთრად უარყოფითი რეაქცია გამოიწვია დასავლეთში.

ამავე დროს, ნატოსა და ევროკავშირის ქვეყნებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ არ დაუშვებენ რუსეთს გამარჯვებას უსამართლო აგრესიულ ომში მეზობელი სახელმწიფოს წინააღმდეგ.