ოლექსი რეზნიკოვს უკრაინის თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე სავარაუდოდ, სახელმწიფო ქონების ფონდის ხელმძღვანელი რუსტემ უმაროვი შეცვლის, – იუწყება „უკრაინსკაია პრავდა“ წყაროზე დაყრდნობით.
გამოცემის ცნობით, უკრაინის თავდაცვის მინისტრის გადაყენების საკითხს უკრაინის პარლამენტი მომავალ კვირაში განხილავს.
„უკრაინსკაია პრავდა“ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ რეზნიკოვს, სავარაუდოდ, დიდ ბრიტანეთში ელჩად დანიშნავენ.
გასულ კვირაში უმაროვს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც შეხვდა, ფონდთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად.
"თავად უმეროვმა არც უარყო და არც დაადასტურა ინფორმაცია, მისი თავდაცვის მინისტრად სავარაუდო დანიშვნის შესახებ", - წერს "უკრაინსკაია პრავდა".