უცნობმა პირებმა პარიზში, საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის ოფიციალურ რეზიდენციაში კონვერტით ადამიანის მოკვეთილი თითი გაგზავნეს,– ირწმუნება გამოცემა Valeurs Actuelles.

გამოცემის მტკიცებით, ელისეს სასახლის კორესპონდენციის სამსახურმა წერილი ფოსტით 9-10 ივლისს მიიღო – ბასტილიის აღების დღისადმი მიძღვნილი ეროვნული დღესასწაულის წინა დღეებში.

როგორც გამოცემა წერს, თითი მოათავსეს მაცივარში, სადაც პოლიციელები საკვებს ინახავენ. მოგვიანებით პოლიციამ იპოვა მამაკაცი, რომელსაც თითი ეკუთვნოდა. დამატებითი დეტალები არ არის მოცემული.

პრეზიდენტის რეზიდენციაში სიტუაციის კომენტირებაზე უარი განაცხადეს.